ვალერი ზალუჟნი - სექტემბრის დასაწყისიდან, 3000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა - Palitra News

ვალერი ზალუჟნი - სექტემბრის დასაწყისიდან, 3000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა

2022-09-11 15:13:08+04:00

შეიარაღებული ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას აგრძელებენ. სექტემბრის დასაწყისიდან, 3000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა, - ამის შესახებ დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხარკოვის ფრონტზე უკრაინელებს სამხედრო წინსვლა აქვთ არა მხოლოდ სამხრეთით და აღმოსავლეთით, არამედ ჩრდილოეთითაც, სადაც სახელმწიფო საზღვარი 50 კილომეტრში მდებარეობს.

ზალუჟნიმ ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც შეიარაღებული ძალების რამდენიმე ქვედანაყოფის მუშაობის შედეგია ასახულია, რომლებმაც სოფლები ბაირაკი, ნოვა ჰუსარივკა, შჩურივკა და ვილხუვატკა გაათავისუფლეს.