პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება დუშეთში გაიმართა, სადაც ადგილობრივ კულტურის სახლში მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება განათლების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა გახსნა. მან პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მიღწეული შედეგები შეაფასა. „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში წამყვანი და უფროსის სტატუსის მქონე, 13 საგნობრივი მიმართულების 156 კონსულტანტ-მასწავლებელი ასწავლის. პროგრამა ჯამში 26 მუნიციპალიტეტის, 10 რეგიონის 84 საჯარო სკოლასა და 6869 მოსწავლეს.