ე.წ. ოთხეული განმარტავს, რომ მოსამართლეებისა და გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის მოთხოვნის დაყენებით, ამერიკის საელჩო, დანიშვნების მიმართულებით "ნაცმოძრაობაზე" ვეტოს უფლების მინიჭებას ცდილობს - Palitra News

ე.წ. ოთხეული განმარტავს, რომ მოსამართლეებისა და გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის მოთხოვნის დაყენებით, ამერიკის საელჩო, დანიშვნების მიმართულებით "ნაცმოძრაობაზე" ვეტოს უფლების მინიჭებას ცდილობს

2022-09-10 12:32:09+04:00

"ქართული ოცნებიდან" წამოსული დეპუტატების მორიგი კრიტიკა ამერიკის საელჩოს. ე.წ.-ლი ოთხეული საელჩოს ამჯერად სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს. დეპუტატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ საელჩოს მიერ დაფინანსებული ენჯეოების შესრულებით პროკურატურის და სასამართლოს წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანიები ხორციელდება. ე.წ.-ლი ოთხეული განმარტავს, რომ მოსამართლეებისა და გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის მოთხოვნის დაყენებით საელჩო, დანიშვნების მიმართულებით ნაციონალურ მოძრაობაზე ვეტოს უფლების მინიჭებას ცდილობს.