15:47
9 მაისი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2026 წელს მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების ნახევარზე მეტი ელექტრომობილი იქნება
05-05-2021

Boston Consulting Group (BCG)-ის მონაცმებით, 2026 წელს მსოფლიოში გაყიდული მსუბუქი ავტომობილებიდან ნახევარზე მეტი ელექტრომობილი იქნება. BCG-ის 2020 წლის მონაცემებით, 2025 წლისთვის ელექტრომობილები ბაზრის მესამედს დაიკავებენ, ხოლო 2030 წელს - 51%-ს.

BCG-ში პროგნზირებენ, რომ 2025 წლისთვის მსოფლიოში ნახშიროჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვისა და საწვავის ელემენტებზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების 47% ახალი ავტომობილებისგან იქნება შემდგარი.

ცნობისთვის, დასატენ ელექტრომობილებზე მოთხოვნა ყველაზე მეტად ევროპაში გაიზარდა. მაგალითად, გერმანიაში 2020 წელს ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვებმა 342%-ით, ხოლო აკუმულატორის ელემენტებზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებმა 207%-ით მოიმატა. იმავე პერიოდში ბენზინზე მომუშავე მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 36%-ით შემცირდა, დიზელის კი - 29%-ით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები