ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია - ეს 5 სუბიექტი, რადიკალური ოპოზიციის ნიშაშია და ყველაფერს აკეთებს, რომ არ შესრულდეს ევროკომისიის დოკუმენტის პირველი პუნქტი - დეპოლარიზაცია - Palitra News

ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია - ეს 5 სუბიექტი, რადიკალური ოპოზიციის ნიშაშია და ყველაფერს აკეთებს, რომ არ შესრულდეს ევროკომისიის დოკუმენტის პირველი პუნქტი - დეპოლარიზაცია

2022-09-09 20:12:13+04:00

ევროპარლამენტარების შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამჯერად ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებს. „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია - ეს ის 5 სუბიექტია, რომელიც ირაკლი კობახიძესთვის, პოლარიზაციის გაღვივებას ცდილობენ. ქართული ოცნების თავმჯდომარე, ზურა ჯაფარიძის განცხადებებში აგრესიულ ტონს ხედავს. ჩამოთვლილ ოპოზიციურ პარტიებში კი რადიკალიზაციის ნიშნებს ამჩნევს. მეტიც, კობახიძე ცდილობს დაამტკიცოს, რომ ოპოზიციურ პარტიებს რადიკალური ნიშა უკავია.