მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით, უკრაინის ეფექტურმა კონტრშეტევამ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მას ტერიტორიების დეოკუპაცია შეუძლია - Palitra News

მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით, უკრაინის ეფექტურმა კონტრშეტევამ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მას ტერიტორიების დეოკუპაცია შეუძლია

2022-09-09 16:00:48+04:00

რას ეუბნება უკრაინის ეფექტური კონტრშეტევა მსოფლიოს? უკრაინამ დაამტკიცა, რომ ტერიტორიების დეოკუპაცია შეუძლია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, კონტრშეტევამ მსოფლიოს ასევე დაუმტკიცა, რომ კონფლიქტის გაყინვა არ იქნება.

„რას ეუბნება მსოფლიოს ეფექტიანი უკრაინული კონტრშეტევა? 1. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. კონფლიქტის გაყინვა არ იქნება. 2. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი. 3. დროა, რუსული ჯარები აქედან წავიდნენ“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.