დედოფლის გარდაცვალება ნიშნავს, რომ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ვაჟი, არჩი ახლა ტექნიკურად პრინცია, მისი უმცროსი და ლილიბეტი კი პრინცესა. გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას, პრინც უილიამსა და მის მეუღლეს ქეით მიდლტონს ახალი ტიტულები მიენიჭათ. უილიამი და ქეითი ამიერიდან ცნობილი იქნებიან, როგორც კორნუოლისა და კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია. უილიამი ასევე მიიღებს მამის წინა - უელსის პრინცის ტიტულს.