პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა იგეგმება.
ანგარიშს დეპუტატებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გააცნობს.
არსებული ინფორმაციით, ანგარიშის წარდგენა ღია სხდომაზე მოხდება, თუმცა კითხვა-პასუხის პროცედურის დაწყების შემდეგ პლენარული სხდომა შეიძლება დაიხუროს.