ომბუდსმენის არჩევის ახალი წესი - რა განცხადებები კეთდება პარლამენტში - Palitra News

ომბუდსმენის არჩევის ახალი წესი - რა განცხადებები კეთდება პარლამენტში

2022-09-09 12:06:40+04:00

80 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი, პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი მეორე მოსმენითაც დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნების“ მტკიცებით ცვლილებები მეორე მოსმენისთვის სწორედ, ოპონენტების შეთავაზებიდან გამომდინარე შეიტანეს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ლელომ" რეგლამენტში შესატან ცვლილებას მხარი აღარ დაუჭირა. სახალხო დამცველის არჩევის წესში შეტანილ ცვლილებებს არ ეთანხმება ომბუდსმენიც.