„ქარწაღებულნი“ (Gone with the Wind, 1939 ვიქტორ ფლემინგი) – მომქანცველი გადაღებების 20 კვირა, 4-საათიანი ქრონომეტრაჟი და „ოსკარის“ 10 პრემია, 3 რეჟისორი, ასობით სტატისტი და 31 უნიკალური კაბა მთავარი პერსონაჟისთვის, წამყვანი მსახიობები, საუკეთესო მხატვრები და ოპერატორები - სწორედ ამგვარ მონაცემებს მოუყარა თავი ლეგენდარულმა ფილმმა „ქარწაღებულნი“, რომლის პრემიერა მეორე მსოფლიო ომის წინ გაიმართა და ნამდვილ სენსაციად იქცა. მეტიც, კრიტიკოსების აზრით, სწორედ დევიდ სელზნიკისა და ვიქტორ ფლემინგის ნამუშევრით აღნიშნა კინემატოგრაფიამ საკუთარი სრულწლოვანება.