გიგა ჭიკაძე სადიქ იუსუფთან ბრძოლას ჩაეხსნა - Palitra News

გიგა ჭიკაძე სადიქ იუსუფთან ბრძოლას ჩაეხსნა

2022-09-09 10:42:19+04:00

MMA Junkie-ის ინფორმაციით, გიგა ჭიკაძე სადიქ იუსუფთან გასამართ ბრძოლას ჩაეხსნა და ქართველი მოჩხუბარი UFC Fight Night 210-ზე აღარ იბრძოლებს.

ქართველ 'ნინძას' ლას ვეგასში 18 სექტემბერს უნდა ეჩხუბა და მისი ბრძოლა საღამოს მეორე მთავარი ღონისძიება უნდა ყოფილიყო. ამ ეტაპზე იუსუფთან გასამართი დაპირისპირებიდან გამოთიშვის მიზეზი უცნობია. UFC-ის ჯერ ქართველის შემცვლელი ამ დრომდე არ უპოვია.

აღნიშნული ინფორმაცია გამოცემას ანონიმურმა წყაროებმა მიაწოდეს, თუმცა სახელის გამხელაზე უარი განაცხადეს, რადგან UFC-ის ჯერ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.შეგახსენებთ, ბოლოს გიგა ჭიკაძემ კალვინ კატართან იჩხუბა და იანვარში გამართულ ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ცნობისთვის, გიგა UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 პოზიციაზე იმყოფება.