ამერიკული სტრიმინგ სერვისის მიმწოდებელი კომპანია Netflix, ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს ხარჯები სხვადასხვა მიმართულებით - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, კომპანია ცდილობს დაზოგოს როგორც საოფისე ფართების, ასევე კორპორაციული პროდუქციის გამოშვებისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ხარჯები.
Netflix-მა გაზრდილი კონკურენციის ფონზე მეორე კვარტალში 1 მილიონი ხელმომწერი დაკარგა, წელს კომპანიამ 400 სამუშაო ადგილიც შეამცირა და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არ გაზრდის ხარჯებს ახალ პროდუქტებსა და პროგრამებზე. გამოცემის ცნობით, კომპანია ახლა უფრო მკაცრ ფინანსურ პოლიტიკაზე გადავიდა.
ცნობისთვის, 2021 წელს Netflix-ის ოპერაციულმა ხარჯებმა 23,5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-იანი ზრდა იყო.