ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს საჰაერო სივრცის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება: 4 სექტემბერს ირანულმა ავიაკომპანიამ "ირან ეარ კარგომ" ნამდვილად შეასრულა რეისი ერევანი - მოსკოვის მიმართულებით და საქართველოს საჰაერო სივრცეში აღნიშნულმა ხომალდმა სულ 10 წუთი დაჰყო, მაგრამ ეს "ირან ეარ კარგო" არ არის სანქცირებული და რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ასევე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით. აღნიშნული რეისი შესრულდა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით,"- ნათქვამია განცხადებაში.