„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების წერილს, რომლის მიხედვითაც აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ეხმაურება. როგორც ბოკერია აცხადებს, ის, რომ ნებისმიერი ქვეყნის აგენტი მოღალატეა, ეს ელემენტალური ჭეშმარიტებაა, თუმცა ის კამპანია, რასაც ე.წ.ი ოთხეული აწარმოებს, არის დეკლარირება იმისა, რომ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს და არა ოცნებიდან გასული დეპუტატები.