აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში „რამშტეინის“ ავიაბაზაზე მოკავშირე ქვეყნების მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინისთვის დამატებითი, 675 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება დაამტკიცა. მისი თქმით, დახმარების უახლესი პაკეტი მოიცავს ჰაუბიცებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებს, მაღალი მობილობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და სხვა.
ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ ომში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დგას, რადგან უკრაინული ძალები იწყებენ კონტრშეტევას ქვეყნის სამხრეთით.