პურზე ფასების დადგენა სამინისტროს კომპეტენცია საერთოდ არ არის, ამიტომ ამას (პურის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებას) ვერც განვიხილავთ - ყოველგვარი ხელოვნური ჩარევა ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფისთვის დამაზიანებელი იქნება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა იქნება სამინისტროს პასუხი „პურის მცხობელთა ასოციაციის“ ინიციატივაზე, რომ პურის ფასის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, მაღაზიებისთვის პურის ღირებულებაზე ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესება ქვეყნის ეკონომიკისთვის მისაღები მოდელი არ იქნება.
მისივე თმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული პროცესების ფონზე, საქართველოში პურზე საკმაოდ ობიექტური ფასი გვაქვს.