თომას ტუხელი "ჩელსის" აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.
გერმანელმა „ლურჯები“ 2021 წელს ჩაიბარა და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონური კლუბში ტუხელის შემცვლელად ბრაიტონის თავკაცს, გრემ პოტერს მოიაზრებენ. ბრიტანულ მედიაწყაროებში ასევე საუბრობენ მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურის შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე პოტერის კანდიდატურა უფრო რეალურად ითვლება.
ახალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით ლონდონელთა ოფიციალური გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.