„თბილისი არენაზე“ ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სკარიოლოს გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 72-69 დასრულდა.
თამაშის დასაწყისი თურქების მცირე უპირატესობით წარიმართა და პირველ მეოთხედში მეტოქეს მხოლოდ 1 ქულით მოუგეს. მეორე მეოთხედში ესპანელები ატამანის გუნდს 5 ქულით გაექცნენ და საბოლოო ჯამში, პირველი ტაიმი 4 ქულით მოუგეს.
მატჩის ბედი ბოლო წამებმა გადაწყვიტა – თურქეთი 1 ქულით აგებდა და საბოლოო შეტევისთვის 22 წამზე მეტი ჰქონდა დარჩენილი. ბურთის გათამაშების შემდეგ კი ესპანელთა ალბერტო დიასმა შესანიშნავად ითამაშა და შეინ ლარკინს ბურთი წაართვა.
ესპანეთმა მე-4 გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ორივე გუნდის მხრიდან 20 ქულით საუკეთესო ჩედი ოსმანი იყო, ესპანელთა მხრიდან კი ყველაზე მეტი ქულა ვილი ერნანგომესს ჰქონდა, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა.