ჩინეთში, ჩენდუს პროვიცნიაში, სადაც 21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის პანდემიის გამო "ლოქდაუნი" განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა - Palitra News

ჩინეთში, ჩენდუს პროვიცნიაში, სადაც 21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის პანდემიის გამო "ლოქდაუნი" განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა

2022-09-08 10:22:15+04:00

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჩენდუს პროვინციაში, სადაც 21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის პანდემიის გამო „ლოქდაუნი“ განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა.

გამოცემა The Guardians-ის ინფორმაციით, ჩენდუს პროვინციაში რეგულაციების გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა, პირველი სექტემბრიდან კი ქალაქში „ლოქდაუნი“ დაწესდა. პროვინციაში რეგულაციები 7 სექტემბრიდან უნდა მოხსნილიყო, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებას დაუჭირა მხარი. ჩენდუს 23 რეგიონიდან 16-ში თითოეული მოქალაქის ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.