NASA-მ ტელესკოპ „ჯეიმს ვების“ მეშვეობით გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, სურათზე ტარანტულის ნისლეულია აღბეჭდილი, რომელიც დედამიწიდან 161 ათასი სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს. ეს გალაქტიკების ადგილობრივი ჯგუფის ყველაზე დიდი და კაშკაშა რეგიონია, სადაც ვარსკვლავები წარმოიქმნება. აქ ასტრონომებისთვის ცნობილი ყველაზე ცხელი და მასიური ვარსკვლავებია.
„ვების“ ახლო-ინფრაწითელი კამერა (NIRCam) სპეციალისტებს დაეხმარა რეგიონის ახალი დეტალები დაენახათ. ტელესკოპმა ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავ დააფიქსირა. აქამდე ასტრონომებს ეგონათ, რომ ის გაცილებით ასაკოვანი იყო, თუმცა სურათზე ჩანს, რომ მის ირგვლივ ჯერ კიდევ არსებობს მტვრის ღრუბელი, რაც ახალდაბადებულ ვარსკვლავებს ახასიათებს.
ტელესკოპი „ჯეიმს ვებ“ NASA-მ ევროპული და კანადურ კოსმოსურ სააგენტოების დახმარებით შექმნა. პროექტის ღირებულება 10 მილიარდი დოლარია. ტელესკოპი კოსმოსში 2021 წლის 25 დეკემბერს გაუშვეს, ივლისში, კი მისი მეშვეობით გადაღებულ პირველ ფოტოები გამოქვეყნდა.