გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილემ, ხრისტინა ჰაიოვიშინმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე 2.5 მილიონი უკრიანელია იძულებით დეპორტირებული. მისი თქმით, უკრაინელებს, რომლებსაც რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას აიძულებენ, კლავენ და აწამებენ.
ჰაიოვიშინმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ უკრაინის ათასობით მოქალაქე იძულებით დეპორტირებულია ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის იზოლირებულ და კრიზისით მოცულ რეგიონებში.