ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე კონტროლის მექანიზმი მოშალა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მოსმენების კანონში ცვლილებების შეტანა, ევროპული ინტეგრაციის შესაძლებლობებზე პირდაპირ განხორციელებული თავდასხმაა, რაც მათი განმარტებით შეერთებული შტატების მიერ გავრცელებული განცხადებითაც დასტურდება. დოკუმენტში, რომელზეც ვეტო პარლამენტმა უკვე დაძლია წერია, რომ თვალთვალი კიდევ 27 დანაშაულზე ხდება შესაძლებელი.