რეფორმები - -ასეთია ევროკავშირის მთავარი გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ევროპული სტრუქტურის ლიდერებმა საქართველოს მთავრობის მეთაურს შეახსენეს, რომ თუ ქვეყანას ევროპული ოჯახის წევრობა სურს, მაშინ დემოკრატიის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს ასევე საქართველოში არსებული პოლარიზაცია სამუდამოდ უნდა დასრულდეს. რა გზავნილები გაჟღერდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების მეშვიდე შეხვედრაზე და რა იყო ევროკავშირის ლიდერების მთავარი მოწოდებები.