ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების გატარებისკენ, ოპოზიციას კი სამუშაო პრიცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. მმართველი პარტიის აზრით ევროპელი ლიდერების გუშინდელი გზავნილები ოპოზიციისთვის წითელი ბარათის ჩვენების ტოლფასია. ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ რომ თუ ოცნება დარჩენილ რამდენიმე თვეში მაინც საჭირო რეფორმებს არ გაატარებს, ქვეყანა ისტორიულ შანსს სამუდამოდ დაკარგავს.