საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი გაძვირებას განაგრძობს. სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები, თბილისში, მიმდინარე წლის ბოლომდე ფასების 10%-იან ზრდას აანონსებდნენ, რაც მოთხოვნას კიდევ უფრო მეტად ასტიმულირებდა.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, ივლისში, დედაქალაქში, უძრავი ქონების გაყიდვები 17%-ით არის გაზრდილი. ფასი კი ყველაზე მეტად - 25%-ით მთაწმინდის რაიონში გაიზარდა.
რაც შეეხება რეგიონებს, უძრავი ქონების ღირბულება ყველაზე მეტად ზუგდიდშია გაძვირებული - 40%-ით. მას მოსდევს 32%-იანი გაძვირებით ქობულეთი.
როგორი იყო სექტორისთვის ზაფხულის სეზონი და მოსალოდნელია თუ არა უძრავი ქონების კიდევ უფრო მეტად გაძვირება - ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია სამშენებლო კომპანია "ბაუ სტარის" დამფუძნებელი მალხაზ სოლომნიშვილი.