ტრაგიკომიკური ვითარება გვაქვს, პრემიერი ჩადის ევროპაში და საუბრობს დეპოლარიზაციაზე და ზუსტად ამ დროს საქართველოს პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას მოსმენების შესახებ, სადაც ადამიანის უფლებები კიდევ უფრო იზღუდება - ტრაგიკული სხვაობაა მათ საქმესა და სიტყვებში“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ნუგზარ წიკლაური განმარტავს, პრემიერი საუბრობს რომ მზად არიან სრულფასოვანი დიალოგისთვის, ხოლო მისი მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ „ხანძრები შეიძლება იყოს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული“.