ცნობილმა კანადელმა მომღერალმა The Weeknd-მა ლოს-ანჯელესის სტადიონზე კონცერტის გამართვისას ღონისძიება შეაჩერა და დამსწრე აუდიტორიას მოუბოდიშა. გრემის ოთხგზის მფლობელმა მუსიკოსმა მსმენელს განუცხადა, რომ ხმა დაკარგა და კონცერტის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა.
The Weeknd-მა, რომლის ნამდვილი სახელი აბელ ტესფეია, გამოსვლა კონცერტზე მესამე სიმღერის შესრულების დროს შეწყვიტა. იგი კულისებში გატრიალდა, რამდენიმე წუთში კი დაბრუნდა და სტადიონზე მყოფებს მიმართა.
"ამას ვერ ვუძლებ", — განაცხადა მომღერალმა, — "შოუს შეწყვეტა არ მინდა, მაგრამ ახლა ვერაფრით ჩავატარებ იმ კონცერტს, რომლის თქვენთვის ჩუქებაც მსურს. მინდა, დავრწმუნდე, რომ ყველა კარგადაა და თქვენ მიერ გადახდილ ფულს დაიბრუნებთ, მე კი თქვენთვის შოუს ძალიან მალე გავმართავ. მსურდა, გამოვსულიყავი და პირადად მომებოდიშებინა. ვწუხვარ, ძალიან მიყვარხართ".