Netflix-ი პოპულარული სერიალის „აკადემია ამბრელას“ მეოთხე სეზონს გადაიღებს. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უკვე ცნობილია, რომ ეს სერიალის ბოლო სეზონი იქნება, რომელშიც საკუთარ როლებს დაუბრუნდებიან: ელიოტ ფეიჯი, ტომ ჰოპრი, დევიდ კასტანედა, ემილი რეიევერ-ლამპმანი, რობერტ შიჰანი, ეიდან გალაჰერ, ჯასტინ მინი, რიტუ არა და კოლმ ფიორე. შოუს აღმასრულებელი პროდიუსერი და შოურანერი კვლავ სტივ ბლეკმენი იქნება.
სეზონის პრემიერის თარიღი და სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
„აკადემია ამბრელა“ ცნობილი როკ-ჯგუფის My Chemical Romance-ის ვოკალისტის, ჯერარდ ვეის კომიქსების მიხედვით არის გადაღებული და სუპერძალების მქონე ჰარგრივზების ოჯახის შესახებ მოგვითხრობს.