ევროპის ჩეპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად ხორვატიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.
მატჩი ხორვატიის ძლიერი ნაკრების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 15:5.
ხორვატიასთან მარცხის მიუხედავად, ევროპის ეს ჩემპიონატი საქართველოს ეროვნული გუნდისთვის ყველაზე წარმატებულია, რადგან ჩვენმა ნაკრებმა ქართული წყალბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, კონტინენტის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ავტომატურად გაინაღდა.ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილის მოსაპოვებლად 8 სექტემბერს საფრანგეთთან ითამაშებს.