გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა მთავრობის ახალი წევრები წარადგინა. ბრიტანეთის კანცლერი კვასი კვარტენგი იქნება, ჯეიმს კლერლი საგარეო საქმეთა მინისტრი, სუელა ბრავერმანი კი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდება. ლიზ ტრასის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, ტერეზა კოფი, ჯანდაცვის მინისტრად და პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დაინიშნება.
ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს 56-ე პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დედოფალმა გუშინ დანიშნა.