2022 წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 70%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, წელს ივლისში ქირის ფასი 1კვ.მეტრზე 8.3 აშშ დოლარია.
რაც შეეხება გასაყიდ ფასს, უძრავი ქონების ღირებულება წლიურად 16%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის ივლისის მონაცემებით, დედაქალაქში 1 კვ.მეტრის ყიდვის საშუალო ღირებულება 921 აშშ დოლარს შეადგენს.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 17%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის ივლისში ჯამში - 3 547 ტრანზაქცია დაფიქსირდა.
კვლევის თანახმად, 2022 წლის ივლისის მონაცემებით, რაიონები თბილისში, სადაც ყველაზე მეტად გაიზარდა საცხოვრებელი უძრავი ქონება, არის: ჩუღურეთი - 82%-იანი ზრდა, დიდი დიღომი - 49% და კრწანისი - 36%-იანი ზრდა.
რაც შეეხება ღირებულებას, ივლისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასი თბილისში ყველაზე მეტად - 25%-ით გაიზარდა მთაწმინდის რაიონში, მას მოსდევს დიდი დიღომი და გლდანი, 19-19%-იანი ზრდით.