ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა - Palitra News

ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა

2022-09-06 16:59:37+04:00

ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა. ის ბალმორალში, შოტლანდიაში ჩავიდა, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედრა გამართა.

ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით, ახალი პრემიერ-მინისტრი მონარქმა ოფიციალურად უნდა დანიშნოს.

შეგახსენებთ, გუშინ, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი დასახელდა. მმართველი "კონსერვატიული პარტიის" კენჭისყრაში მან მოწინააღმდეგე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, რიში სუნაკი დაამარცხა.