საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საერთაშორისო კონფერენციას "დიდება უკრაინას" მონაწილეებს უმასპინძლა და სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინისადმი მიძღვნილი კონფერენცია საქართველოში რომ ტარდება, მისი თქმით, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ უკრაინისა და საქართველოს ბედი თავიანთი ისტორიით მჭიდროდაა დაკავშირებული.