მინდა მივმართო ბატონ მდინარაძეს, იქნებ თავისი „გუჩის“ ფეხსაცმლით ერთხელ მაინც ჩამოსულიყო წალენჯიხაში და ვიდრე კომენტარს გააკეთებდა, ენახა როგორ სძინავთ ბაღებში ბავშვებს იატაკზე - ანა წითლიძე - Palitra News

მინდა მივმართო ბატონ მდინარაძეს, იქნებ თავისი „გუჩის“ ფეხსაცმლით ერთხელ მაინც ჩამოსულიყო წალენჯიხაში და ვიდრე კომენტარს გააკეთებდა, ენახა როგორ სძინავთ ბაღებში ბავშვებს იატაკზე - ანა წითლიძე

2022-09-06 14:58:36+04:00

მინდა მივმართო ბატონ მამუკა მდინარაძეს, რომელმაც წალენჯიხასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი - იქნებ იმ თავისი „გუჩის“ ფეხსაცმლით ერთხელ მაინც ჩამოსულიყო წალენჯიხაში და სანამ კომენტარს გააკეთებდა ენახა როგორ სძინავთ წალენჯიხის ბაღებში ბავშვებს იატაკზე, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მან უმრავლესობის დეპუტატებს კითხვებით მიმართა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.