ფიბამ ევრობასკეტის მე-3 ტურში საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში 22 წამის დაკლებასთან დაკავშირებით თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საჩივარი განიხილა და თურქების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, გადათამაშება არ იქნება.
მართალია, ბოლო მეოთხედში, წამზომი 22 წამის განმავლობაში ჩართული იყო, როცა თამაში შეჩერებული გახლდათ, მაგრამ თურქეთის კალათბურთის ფედერაცია სარჩელში ვერ დაამტკიცა, რომ ეს 22 წამი გადამწყვეტი იქნებოდა მატჩის ანგარიშზე.
რაც შეეხება სკანდალს ფურკან კორკმაზთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით ფიბა გამოძიებას აგრძელებს:
"რაც შეეხება ორივე ფედერაციის ბრალდებებს ორივე მხრიდან მოთამაშეებისა და დელეგაციის წევრების ჩხუბში მონაწილეობის შესახებს, ამ მომენტისთვის გამოძიება გრძელდება. როცა გამოძიება დასრულდება, ფიბა მიიღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო სანქციების შესახებ"-ნათქვამია განცხადებაში.