საოკუპაციო ძალებმა წუხელ ხარკოვის ინდუსტრიული რაიონი რაკეტებით დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალი დაიღუპა.
„რაკეტა კერძო საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ნანგრევების გაწმენდის დროს ქალის ცხედარი იპოვეს“, - წერს მერი.
მეორე შემთხვევაში რაკეტა კერძო სახლთან ახლოს ჩამოვარდა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.