კანადის სასკაჩევანის პროვინციაში მოქალაქეებზე დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი გარდაცვლილი იპოვეს, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, 31 წლის დემიენ სანდერსონის ცხედარს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.
პოლიცია კვლავ განაგრძობს მისი ძმის, მაილს სანდერსონის ძებნას, რომელიც ასევე ეჭვმიტანილია და მიმალვაში იმყოფება.
შეგახსენებთ, კვირას კანადაში მოქალაქეებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც დაიღუპა 10 და დაშავდა 18 ადამიანი. თავდასხმები 13 სხვადასხვა ადგილზე მოხდა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.