18:45
4 აპრილი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
2022 წლიდან საფრანგეთი პლასტმასის შეფუთვაში არსებული ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვას კრძალავს
23-03-2020

2022 წლის 1 იანვრიდან საფრანგეთი პლასტმასის შეფუთვაში არსებული ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვას კრძალავს.

 ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ქვეყანაში პოლიეთილენის ნარჩენების შემცირებაა.

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აკრძალვა არ შეეხება 1.5 კგ-ზე მეტი წონის პროდუქტებსა და ხილ-ბოსტნეულის დიდ ტვირთებს, რომლებიც პლასტიკური შეფუთვის გარეშე სწრაფად ფუჭდება.

როგორც ცნობილია, კონკრეტულ პროდუქტებს საფრანგეთის ხელისუფლება მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაასახელებს.

გარდა ამისა, 2022 წლის 1 იანვრიდან საფრანგეთში ხილსა და ბოსტნულზე პლასტმასის ეტიკეტის გამოყენებაც აიკრძალება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეტიკეტი მხოლოდ ქაღალდისგან უნდა იყოს დამზადებული.

როგორც ცნობილია, ცვლილება არა მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე მოყვანილ ხილსა და ბოსტნეულს, არამედ ქვეყანაში ექსპორტირებულ პროდუქტებსაც შეეხება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები