„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ სანქციების ნუსხაში ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა შეიყვანა. ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ სანქციების სიაში ასევე უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილიც მოხვდნენ.პარტიის ლიდერი ამბობს, რომ უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო იმ პირებს ავლენს, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ პუტინის რეჟიმს, სამხედრო მოქმედებები წარმოაბაში ეხმარებოდნენ.