საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

2022-09-05 19:48:39+04:00

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ორბელიანების სასახლეში, სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან პირისპირ შეხვედრა გამართა. აუდიენციის დროს საუბარი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრციის პროცესს შეეხო.