საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რა საკითხების განხილვა მოხდება პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირაში.
როგორც პაპუაშვილის განმარტებიდან ხდება ცნობილი, მიმდინარე კვირაში პარლამენტში 5 ანგარიშს მოუსმენენ, მათ შორის, ეროვნული ბანკის წლიურ და 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს.
ამავე პერიოდში, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ინიცირებული კანონპროექტებისა და ომბუდსმენის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტის განხილვაც მოხდება.