მინდა ჩვენს მოქალაქებს ვაცნობო, რომ... - ირაკლი ღარიბაშვილი - Palitra News

მინდა ჩვენს მოქალაქებს ვაცნობო, რომ... - ირაკლი ღარიბაშვილი

2022-09-05 14:37:47+04:00

მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას 2022-2030, დოკუმენტი გავლილია ყველა აქტორთან, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ 2014 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის პირველად დამტკიცდა და მაშინ ამ დოკუმენტზე ექსპერტი თომას ჰამერბერგი მუშაობდა.