პოლიტიკური კრიზისი აქვს „ნაცმოძრაობას“ და ოპოზიციას - ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, ეკონომიკური წინსვლაა, ვადამდელი არჩევნები კი დიდი აბსურდი და სისულელეა - კახა კალაძე - Palitra News

პოლიტიკური კრიზისი აქვს „ნაცმოძრაობას“ და ოპოზიციას - ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, ეკონომიკური წინსვლაა, ვადამდელი არჩევნები კი დიდი აბსურდი და სისულელეა - კახა კალაძე

2022-09-05 14:09:01+04:00

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების ჩატარება "დიდი სისულელეა". აღნიშნულით ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს“.

კალაძის თქმით, პოლიტიკური კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას აქვს.