აშშ-ის ელჩი, ჯონ სალივანი რუსეთს ტოვებს - Palitra News

აშშ-ის ელჩი, ჯონ სალივანი რუსეთს ტოვებს

2022-09-05 12:12:26+04:00

აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა რუსეთი დატოვა, რადგან მას თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა, - ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„სალივანის მემკვიდრის ჩამოსვლამდე აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეტ რუდი შეასრულებს“, - განმარტავენ საელჩოში.

ცნობისათვის, ჯონ სალივანი რუსეთში აშშ-ის ელჩად 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა.