03:03
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2021 წლის ბოლოს დაახლოებით 13%-იანი ინფლაცია უკვე უფრო რეალობაა, ვიდრე პროგნოზი - TBC Capital
07-09-2021

2021 წლის ბოლოს ორნიშნა, დაახლოებით 13%-იანი ინფლაცია უკვე უფრო რეალობაა, ვიდრე პროგნოზი, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აგვისტოში ფასების ზრდის წლიურმა მაჩვენებელმა, მოლოდინების შესაბამისად, 12.8%-ს მიაღწია, რაც ძირითადად სურსათის, ტრანსპორტისა და კომუნალური გადასახადების გაძვირების შედეგია.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, სამომხმარებლო კალათის საქონლისა და მომსახურების 305 კომპონენტიდან, 268 გაძვირდა, მათ შორის 134 ორნიშნა მაჩვენებლით, 9 კომპონენტზე ფასები უცვლელი დარჩა, ხოლო კლება მხოლოდ 28 შემთხვევაში დაფიქსირდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები