23:01
22 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2021 წლიდან კანადაში ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთები აიკრძალება
13-06-2019

2021 წლიდან კანადაში ერთჯერადი გამოყენების პლასტმასს აკრძალავენ. ამის შესახებ განცხადება კანადის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
მისი თქმით,  დღეის მდგომარეობით,  პოლიეთილენის პარკებითა და ბოთლებით ოკეანეები ძალიან დაბინძურებულია და აუცილებელია მთელმა მსოფლიომ რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს ერთჯერადი პლასტმასის გამოყენება.

როგორც კანადის პრემიერმა აღნიშნა,  ყოველწლიურად კანადაში 3 მილიონი ტონით მეტი ნაგავი გროვდება, რომლის დიდი ნაწილიც მსოფლიო ოკეანეში ხვდება.

ბოლო პერიოდის განმავლობაში კლიმატის ცვლილება და ეკოლოგია მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მთავარი საზრუნავი გახდა. მიმდინარე წლის მაისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მსოფლიო ოკეანის დაბინძურების შემცირების შესახებ მსოფლიოს 180-მა ქვეყანამ  ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო. მათ აღნიშნეს, რომ პოლიეთილენის პარკები და ბოთლები ოკეანეში ბინადარ ცხოველებსა და თევზებს ხშირად საფრთხეს უქმნიან.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები