05:20
6 ივლისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა
18-05-2022

2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.6 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით 2021 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია თბილისის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებში.  ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 50.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 40.4 პროცენტი შეადგინა.

გასულ წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.2 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2021 წელს უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წელთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 2.4 პროცენტული პუნქტით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები