02:46
23 მაისი, 2022, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2021 წელს საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი 29.9%-ით გაიზარდა
21-01-2022

2021 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 4.242 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.9 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე მთლიანი ექსპორტის 73.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 29.9 პროცენტით გაიზარდა და 3.127 მლრდ დოლარს გაუტოლდა.

„საქსტატის“ ცნობით, 2021 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 815.4 მლნ. დოლარით, მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 477.4 მლნ. დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 237.7 მლნ. დოლარით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები