22:00
18 მაისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2021 წელს ექსპორტი 26.9%-ით, ხოლო იმპორტი 25.1%-ით გაიზარდა
20-01-2022

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14.315 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 4.242 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც 26.9 პროცენტით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო იმპორტი 25.1 პროცენტით გაიზარდა და 10.073 მლრდ დოლარი შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წელს, 5.831 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია.
„საქსტატის“ ცნობით, 2021 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
მკითხველი
20-01-2022
რა ტყვილა გაჭმევთ პურსა..............
სხვა სიახლეები