6 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება - Palitra News

6 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

2022-09-05 09:11:31+04:00

6 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის საკანონმდებლო ინიციატივებია, რომლის მიღებაც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად იგეგმება.

ამავე პერიოდში პარლამენტს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს - კვლავ ასარჩევია ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები, ასევე ახალი სახალხო დამცველი.

გარდა ამისა, საშემოდგომო სესიაზე მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ინიციატივით გამოდის და პარლამენტს გენერალური პროკურორის 90-ხმიანი კვორუმით არჩევას სთავაზობს. კონსტიტუციურ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.